четверг, 8 июня 2017 г.

როგორ ავსახოთ eschool-ში მასწავლებლის აქტივობები და როდის გახდება ცნობილი ვის რამდენი კრედიტ–ქულა ერგო
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა, 2017 წლის ივნისის ბოლომდე უნდა ასახონ თავიანთი აქტივობები eschool-ის ბაზაში და სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა დაწეროს ოქმი. ზუსტად რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო. რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschool-ის ბაზაში,  ვინ დაეხმარება მას, – ამ და სხვა საკითხების შესახებ EDU.ARIS.GE-ს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორი კახა ჟღენტი ესაუბრა.
–რა პროცედურების გავლა მოუწევთ პედაგოგებს აქტივობების  eschoolის ბაზაში ასახვისთვის?
–ელექტრონულ სისტემაში აქტივობების წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვის ბოლო ვადა არის 16 ივნისი. სკოლის შიდა შეფასების ჰგუფს ეძლევა ვადა 19 ივნისიდან 17 ივლისამდე შეაფასოს და გამოაქვეყნოს შეფასების დოკუმენტაცია განათლების სისტემის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
ელექტრონული მართვის სისტემაში არის განთავსებული მასწავლებლების ინდივიდუალური პროფილები. ელქტრონულ სისტემაში საკუთარ პროფილში შესვლის შემდეგ მასწავლებელი სამოქმედო გეგმის გვერდზე გადადის და აქ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალიდან ირჩევს აქტივობებს. შემდეგ მასწავლებელი გადადის თავისი პროფესიული საქაღალდის გვერდზე, სადაც ასევე ავტომატურად ასახულია მის მიერ არჩეული აქტივობები.
თითოეული აქტივობის გვრდზე მასწავლებელი ატვირთავს დამადასტურებელ დოკუმენტს ან დოკუმენტებს. ამის შემდეგ მას არ უნდა დაავიწყდეს მონიშნოს, გამოქვეყნების პატარა უჯრა, რომლიც განთავსებულია ატვირთული დოკუმენტის გასწავრივ, თარიღის შემდეგ სვეტში – გამოქვეყნება.
არჩეული აქტივობები ავტომატურად აისახება იგივე გვერდზე არსებულ სამოქმედო გეგმაში.
შევახსენებთ კოლეგებს, რომ ელ-სისტემის პირველ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია დოკუმენტაციის ატვირთვის პროცედურების შესახებ.
სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი მასწავლებლის აქტივობის შეფასების დროს ეყრდნობა მხოლოდ ელ-სისტემაში ატვირთულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. შეფასების განხორციელების შემდეგ ჯგუფი ქმნის ოქმს, სადაც ასახულია შეფასების შედეგები.
ელ. სისტემაში მასწავლებლის სამოქმედო გეგმის გვერდზე, შეფასებული აქტივობის „ზოლში“ (არჩეული აქტივობის გასწვრივ ) შეფასების ჯგუფი აქვეყნებს ჯგუფის ოქმიდან ამონარიდს რომელიც კონკრეტულ მასწავლებელს ეხება და აქვე აფიქსირებს მინიჭებულ კრედიტქულას.
–რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschoolის ბაზაში და ვინ დაეხმარება მას?
–მასწავლებლის მიერ აქტივობის წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოცემულია „მასწავლებლის შეფასების სატნდარტიზირებული ინსტრუმენტების“ დოკუმენტში 
დოკუმენტების ელ-სისტემაში განთავსება არის მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ პროცედურაში მას დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლის საინფორმაციო სისტემის მენეჯერმა, რომელსაც მუდმივ კონსულტირებას უწევს (EMIS) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.
–როდის გაიგებს მასწავლებელიმიენიჭება თუ არა მის მიერ ატვირთული აქტივობებისდამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით კრედიტი?
–მასწავლებლები ელ-სისტემაში დაინახავენ მინიჭენულ კრედიტ-ქულებს 18 ივლისიდან.
–რა შემთხვევაში არ მიენიჭება მასწავლებელს კრედიტიმიუხედავად იმისარომ მას ასახული აქვსთავისი აქტივობები eschoolის ბაზაში?
–მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით საქმიანობაში/აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში; ბ) თუ მასწავლებელი სავალდებული ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა. ამ  სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.
–ამ ეტაპისთვის არსებობს თუ არა მონაცემი, 2017 წლის მასწავლებელთა სქემაში შეტანილიცვლილებების შემდეგრამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები eschoolის ბაზაში?
–ინფორმაციას, თუ რამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები ელ- სისტემაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამოითხოვს განათლების მართვის ელექტრონული სისტემიდან 19 ივნისს.
–ძირითადად რა სახის აქტივობებს ირჩევენ მასწავლებლები?
–ეს ჩვენ გვეცოდინება 19-20 ივნისს, როდესაც დასრულდება განხორციელებული აქტივობებეის დადასტურების დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები.
–შესაძლებელია თუ არა ერთი და იგივე  აქტივობების განხორციელებისთვის მასწავლებელს კვლავმიენიჭოს ქულამაგალითად,  კრედიტქულები სულ საწრეო მუშაობით დააგროვოს?
–შესაძლებელია, თუ აქტივობის მიზანი, შინაარსი, მიღწეული შედეგები არის განსხვავებული. აქტივობა არ უნდა იმეორებდეს უკვე შეფასებულ აქტივობას.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
https://edu.aris.ge/news/rogor-avsaxot-eschool-shi-maswavleblis-aqtivobebi-da-rodis-gaxdeba-cnobili-vis-ramdeni-kreditqula-ergo.html



შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაკვეთილის შეფასების რუბრიკა დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32.  გაკვეთილი დადებითად შეფასებული ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაციაა გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. მასწავლებლის შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და  მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებული ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას. შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მასწავლებელი მოიპოვებს 2 კრედიტქულას, თუ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და რეფლექსია შეფასდება დადებითად. მასწავლებელის ჩატარებულ გაკვეთილს აფასებს შიდა შეფასების ჯგუფი.
მომავალი კვირიდან დაიწყება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერების გადამზადება, რომლებმაც, თავის მხრივ, შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ ტრენინგები უნდა ჩაუტარონ შიდა შეფასების ჯგუფის წევრებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის სოფიკო ლობჟანიძის თქმით, ტრენინგზე მასწავლებლები გააანალიზებენ ვიდეოგაკვეთილებს და რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასებენ  მათ. საშინაო დავალებად კი საგნობრივი მიმართულებების მიხედვით მოუწევთ ვიდეო გაკვეთილების შეფასება, რომლებიც მასწავლებლის სახლმა ყველა საგანში გადაიღო. ამ და სხვა სიახლეების შესახებ, რომელიც შიდა საგაკვეთილო დაკვირვებას ეხება, სოფიკო ლობჟანიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
ვის მოუწევს შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლა?
–მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემის მიხედვით, შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ვალდებულება  ყველა იმ პრაქტიკოს პედაგოგს აქვს, რომელიც დაადასტურებს საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაგრამ კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, 10-10 კრედიტს ვერ დააგროვებს.
61%-ზე ზემოთ შეფასებას თუ მიიღებენ მასწავლებლები როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას, ისინი დააგროვებენ მაქსიმალურ კრედიტ-ქულებს და პირდაპირ მიენიჭებათ  უფროსი მასწავლებლის სტატუსი.  განახლებული სქემის მიხედვით ეს ერთ-ერთი გზაა პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსის ასამაღლებლად. ხოლო საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებისას თუ მასწავლებელი დააგროვებს მაქსიმალური კრედიტის მხოლოდ ნაწილს,  იგი ვალდებულია, გაიაროს ორი შიდა საგაკვეთილო დაკვირვება. თითო დაკვირვებაში მას ენიჭება 2-2 კრედიტ- ქულა. სულ, 4 კრედიტი.
ანუ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის არ არის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლასავალდებულო?
–კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შიდა დაკვირვება სავალდებულო არ არის იმ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომელიც დააგროვებს კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას. (იგულისხმება გამოცდა) თუ ვერ მიიღებს მაქსიმალურ შედეგს ორივე მიმართულებით ცალ-ცალკე, მაშინ პრაქტიკოსი პედაგოგი ვალდებულია, გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება.
რაც შეეხება უფროს მასწავლებელს, მისთვის სავალდებულოა შიდა დაკვირვების გავლა, თუ მას უნდა მხოლოდ სტატუსის შენარჩუნება და არა წინსვლა. თუ მასწავლებელს სურს, აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, მაშინ მას მოუწევს გარე დაკვირვების გავლა. უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების პროცედურები და კრიტერიუმები იდენტურია. შეფასების სტანდარტიზებული რუბრიკა დამტკიცემულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
პროცედურულად როგორ მიმდინარეობს შიდა დაკვირვება?
–მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილზე დაკვირვების პროცესი  3-ეტაპიანია. ეს გახლავთ წინა საგაკვეთილო შეხვედრა, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვება და გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა.
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა შემუშავებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელსაც მცირეოდენი ადაპტირება გაუკეთდა მასწავლებელის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, მოქნილი რომ ყოფილიყო ეს რუბრიკა უშუალოდ გაკვეთილზე გამოსაყენებლად. გამჭვირვალობის მიზნით, რუბრიკა ცნობილია მასწავლებლებისთვის. ამ რუბრიკაზე დაყრდნობით ემზადება მასწავლებელი შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის პედაგოგი მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, თუ როდის, რომელ გაკვეთილსა და თემაზე სურს დაკვირვება. მასწავლებელი წინასწარ წარუდგენს შეფასების ჯგუფს გაკვეთილის გეგმას, რომელზეც სურს შეფასების ჯგუფის დასწრება.  შეფასების ჯგუფი  მასწავლებელთან ნიშნავს წინა საგაკვეთილო შეხვედრას. წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე ხდება გასაუბრება.  მასწავლებელი წარუდგენს შეფასების ჯგუფს, რა არის გაკვეთილის მიზანი, რა აქტივობებს, სტრატეგიებს, შეფასების მეთოდებს გამოიყენებს. შეფასების ჯგუფის წევრები, თუ საჭიროდ ჩათვლიან, დამატებით რეკომენდაციებს გასცემენ, ანუ განმავითარებელ უკუკავშირს მისცემენ მასწავლებელს ამა თუ იმ აქტივობის გაუმჯობესების მიზნით. მასწავლებელი არ არის ვალდებული, ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. თუმცა მას რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობა მიეცემა.
წინა საგაკვეთილო შეხვედრის შემდეგ შეფასების ჯგუფი ესწრება უშუალოდ გაკვეთილს. გაკვეთილის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით შექმნილია გაკვეთილზე დაკვირვების ოქმი და მისი მეშვეობით ისინი აკვირდებიან მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. მოინიშნავენ ყველა დეტალს, რაც კი მათ დაინახეს გაკვეთილზე.
გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ისევ იკრიბებიან  შეფასების ჯგუფის წევრები. ისინი განიხილავენ გაკვეთილს და შემდეგ თანხმდებიან, თუ რა რეკომენდაციები, განმავითარებელი უკუკავშირი მიაწოდონ მასწავლებელს. შემდეგ იმართება გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა – გაკვეთილის ჩამტარებელი მასწავლებელი და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ გაკვეთილს.
უმჯობესია, შეფასების ჯგუფმა ჯერ მასწავლებელის თვითშეფასებას მოუსმინოს, რა პოზიტიური დაინახა თავად მასწავლებელმა გაკვეთილში. გავიდა თუ არა  შედეგზე, რა კომპონენტშია კმაყოფილი, რა კომპონენტში უკმაყოფილო. ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდა, რა გამოვიდა იმდენად კარგი, რომ სხვა კოლეგასაც გაუზიარებდა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გააკეთებს თვითშეფასებას, შეფასების ჯგუფი აძლევს მას განმავითარებელ უკუკავშირს.
რა არის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ძირითადი მიზანი?
–შიდა საგაკვეთილო დაკვირვებას აქვს ორმაგი ფუნქცია. განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავითარებლი შეფასება შიდა საგაკვეთილო დაკვირვების უპირატესობაა.
ანუ მასწავლებელი თვითონ ითხოვს შეფასების ჯგუფის შესვლას გაკვეთილზე?
–რა თქმა უნდა, ზუსტ  პროცედურებს თავად სკოლა შეიმუშავებს. შიდა საგაკვეთილო დაკვირვების სტრუქტურა ასეთია: მასწავლებელი ოფიციალურად მიმართავს შეფასების ჯგუფს, კერძოდ, სკოლის დირექტორს, როგორც შეფასების ჯგუფის თავმჯდომარეს, გაკვეთილზე დასწრების სურვილით. სკოლის მიერ დადგენილ ვადაში მიაწვდის შეფასების ჯგუფს ჩასატარებელი  გაკვეთილის გეგმას. სასურველია, წინა საგაკვეთილო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც მიეწოდოს შიდა შეფასების ჯგუფს გაკვეთილის გეგმა, რადგანაც მას საშუალება მიეცეს, გაეცნოს წინასწარ გეგმას და წინა საგაკვეთილო შეხვედრა იყოს ნაყოფიერი.
რეფლექსიაში რა შემთხვევაში მიენიჭებაან არ მიენიჭება მასწავლებელს ქულა?
–რეფლექსიისთვისაც შემუშავებულია შეფასების კრიტერიუმები. რეფლექსია არ არის უბრალოდ გაკვეთილის აღწერა. იგი არის გაკვეთილის ანალიზი. მასწავლებელი აანალიზებს, რამ იმუშავა გაკვეთილზე, რამ – არა. რას და როგორ შეცვლიდა, ახლა რომ ჰქონდეს იგივე გაკვეთილი ჩასატარებელი. რა იყო გაკვეთილის სუსტი და ძლიერი მხარეები. იმისთვის, რომ რეფლექსია შეფასდეს დადებითად, მასწავლებელს რეფლექსიის ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეს პასუხი გაცემული.
შეფასების ჯგუფის წევრები  ჩატარებულ გაკვეთილს და მასწავლებლის მიერ ამ გაკვეთილზეგაკეთებულ რეფლექსიას შეადარებენ?
–თუ მასწავლებელს რეფლექსიაში არგუმენტირებულად აქვს დასაბუთებული პასუხები, რასაც შესაძლებელია შეფასების ჯგუფი არ ეთანხმებოდეს, ის რეფლექსიაც დადებითად უნდა შეფასდეს. მთავარია, რეფლექსია იყო რეალურად ანალიზი და არა უბრალოდ გაკვეთილის აღწერა.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის ქულების მინიჭება როგორ ხდება?
–გაკვეთილის შემდგომ შეხვედრაზე მასწავლებელს შეფასების ჯგუფის მხრიდან მიეწოდება განმავითარებელი უკუკავშირი. ამის შემდეგ მასწავლებელი წარადგენს წერილობით რეფლექსიას ჩატარებულ გაკვეთილზე. შიდა შეფასების ჯგუფი გაკვეთილის გეგმის, ჩატარებული გაკვეთილის და რეფლექსიის საფუძველზე  იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისთვის კრედიტ-ქულების მინიჭების შესახებ, რომელსაც ასახავს მასწავლებლის პორტალზე.
შიდა შეფასების ჯგუფებს როდის ჩაუტარდებათ ტრენინგი შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ?
–შიდა შეფასების ჯგუფების წევრებისთვის შემუშავებულია ტრენინგი. მომავალი კვირიდან დაიწყება ჩვენი ტრენერების გადამზადების პროცესი. უკვე აპრილის დასაწყისიდან მასწავლებლის შიდა შეფასების ჯგუფებთან ჩატარდება ტრენინგები შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ.
ამ ეტაპისთვის რომელ მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს შიდა საგაკვეთილო შეფასება?
–შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა  უკვე შეუძლიათ უფროს მასწავლებლებს.
პრაქტიკოსებმა, რომლებსაც არ აქვთ დადასტურებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, ჯერ უნდა დაადასტურონ ეს კომპეტენციები. კრედიტების არასრულად დაგროვების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო 19 კრედიტს, პირველ რიგში, შიდა საგაკვეთილო დაკვირვებით შეავსებენ.
მაშასადამე,  პრაქტიკოსები ელოდებიან გამოცდების შედგებს და ნახავენსრულად აგროვებენ თუ არაკრედიტებსთუ არ აგროვებენიმ შემთხვევაში მოითხოვენ საგაკვეთილო დაკვირვებას.
უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათშეიტანონ განაცხადი და შიდა დაკვირვების ჯგუფსმასშემდეგრაც გაივლის ტრენინგს და ექნება გაკვეთილის შეფასების კომტეპენციაშეეძლება ესპროცესები სკოლაში დაიწყოს.
ცისანა არის© შერგილაშვილი

https://edu.aris.ge/news/shida-sagakvetilo-shefasebis-motxovna-ufros-maswavleblebs-ukve-sheudzliat.html

суббота, 22 апреля 2017 г.

ისტორიის სწავლება: ზოგადი ტენდენციები, ახალი მეთოდები, სასწავლო აქტივობები

GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
23
gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2442.pdf&t=1
ბოლქვაძე დავით
ანოტაცია
საქართველოსსაგანმანათლებლოსისტემისგრძელვადიანიგანვითარებისგეგმითკიდევერთხელდადასტურდა, რომმოწინავეევროპულსაგანმანათლებლოსივრცეშიინტეგრაციაჩვენისაგანმანათლებლოსისტემისუმნიშვნელოვანესიამოცანაა. ესისსივრცეა, რომელიცყოველთვისღიააინოვაციებისადასაკმაოდთამამიექსპერიმენტებისათვის. 21-ესაუკუნესუზარმაზარისიახლეებიდაცვლილებებიმოაქვსთითქმისყველადარგში, მითუმეტესსაგანმანათლებლოსისტემებში. ჩვენიქვეყნისგანათლებისმესვეურებიცდილობენმხარიაუბანდღევანდელობისმოთხოვნებს:იცვლებასაგნობრივიდაპროფესიულისტანდარტები, მუშავდებამასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისახალისქემა,მიმდინარეობსეროვნულისასწავლოგეგმისრევიზიადასხვ.უკანასნელიწლებისგანმავლობაშიმასწავლებლებსგააცნესუამრავიახალიმეთოდიდასასწავლოაქტივობა,მიეწოდათსაგანმანათლებლორესურსები.ცნობილიარომსიახლეებისმოყვარულებიყოველთვისუმცირესობაშიარიან,თუმცა მათი რიცხვითან და თანიზრდება. ჩვენინაშრომიშედგენილიაავტორისმიერუკანასკნელპერიოდშიინტერნეტგაზეთში ,,მასწავლებელი.ჯი“გამოქვეყნებულისტატიებისმიხედვით. საკონფერენციოთემაზემუშაობისასმათშიგარკვეულიცვლილებებიიქნაშეტანილი. როგორცსათაურიდანჩანს, ჩვენშევეხეთისტორიისსწავლებისპრობლემატიკას - გამოვკვეთეთრამდენიმეტენდენცია, აღვწერთახალმეთოდს, მასწავლებლებსვთავაზობთრამდენიმესაინტერესოაქტივობას. მიგვაჩნია, რომმთავარიგამოწვევა, რომლისწინაშეცისტორიისმასწავლებლებიდგანანიმაშიმდგომარებს, რომსაჭიროაისტორიისსწავლებისპროცესისსტატიკურიმდგომარებიდანდინამიურმდგომარეობაშიგადასვლა.
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
24
ესმიზანიშესრულდებათუგაკვეთილებიახალიშემოქმედებითი, ორიგინალური, სახალისომეთოდებითაქტივობებითგამდიდრდება. ისტორიისხარისხიანისწავლებაუშუალოდუკავშირდებაეროვნულისასწავლომიზნებითგათვალისწინებულიმოთხოვნებისშესრულებას, ხოლოშემოქმედებითიაქტივობებიერთიმხრივაცოცხლებსსასწავლოპროცესს, აძლიერებსმოსწავლისინტერესსსაგნისმიმართდამოტივირებულსხდისმას. მეორემხრივ, სწორედუშუალოდსაგაკვეთილოპროცესშიგამოყენებულიმეთოდურადგამართულიორიგინალურიაქტივობებისმეშვეობითშეძლებსმასწავლებელიპროფესიულიგანვითარებისსქემითგათვალისწინებულიკრედიტქულებისმოგროვებას, რაცმასკატეგორიისამაღლებისდამატერიალურიმდგომარეობისგაუმჯობესებისსაშუალებასმისცემს. ამგვარად, საინტერესოსასწავლოაქტივობებიპედაგოგისფინანსურადმომგებიანივალდებულებაცხდება.
საკვანძოსიტყვები: დინამიურისასწავლოპროცესი, სასწავლომეთოდი, სასწავლოაქტივობა, შეტრიალებულისაკლასოოთახი, ეროვნულისასწავლომიზნები, ეროვნულისასწავლოგეგმა, კრიტიკულიაზროვნება, შემოქმედებითობა
ყველანი ვთანხმდებით, რომ მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს გახლავთ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ყოველთვის ღიაა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტებისათვის. ხდება სწავლების ახალი ინტერაქტიური მეთოდების კრიტიკული შესწავლა, წარმოებული კვლევებით დგინდება ახალი მიდგომების ეფექტურობა, დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სიახლეები საგანმანათლებლო სისტემებში ინერგება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უპირობო ენთუზიაზმით სიახლეებს არსად ხვდებიან. ცნობილია, სიახლეების მოყვარულები ყოველთვის უმცირესობაში არიან, უპირობო ენთუზიასტები ნებისმიერ საზოგადოებაში 5-10 %-ია. ამგვარად, ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვას ყველგან წლები სჭირდება. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემაც სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას. სწავლა-სწავლების თანამედროვე მოთხოვნები მასწავლებლებს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს. რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ,,სწავლების თანამედროვე მოთხოვნები“? უპირველესად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ მათი მომავალი წარმატებისათვის.ეს ურთულესი მისია
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
25
წარმატებით რომ დაგვირგვინდეს, აუცილებელია მასწავლებელმა თვითგანვითარებაზედიდი ძალისხმევა გაიღოს.თითქმის ორი ათწლეულია ჩვენს მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა სოლიდურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სხვადასხვა გამოცემებით სთავაზობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეთოდოლოგიურ რჩევებს, ატარებენ მათთვის ძალზე ნაყოფიერ ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მასწავლებლების უმეტესობა ყურადღებით ეცნობა საჭირო ლიტერატურას და ითვალისწინებს მათ თავიანთ პრაქტიკაში.
ჩვენს თემას ისტორიის სწავლა-სწავლების პრობლემატიკის მიმოხილვით დავიწყებთ, განვიხილავთ სწავლების ახალ მეთოდებს, ბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას. თავდაპირველად გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, რომ ისტორიის მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომ ისტორიის სწავლებას ძალზე ჰარმონიულად ეთანადება აზროვნებასთან და ანალიზთან დაკავშირებული პროცესები. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ისტორია არ განეკუთვნება ე. წ. ,,ზუსტ მეცნიერებებს“, ისტორიული მოვლენებიდან ან ცნობილი ისტორიული პიროვნებების გარდაცვალებიდან არათუ ათწლეულების, საუკუნეების გასვლის შემდეგაც არ წყდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების დაპირისპირება. უნდა შევეცადოთ, ისტორიის გაკვეთილები დინამიური, საინტერესო, სახალისო გავხადოთ. საშუალო და უფროსი თაობის უმეტესობას ისტორიის მასწავლებლები თვალწინ სტატიკურ მდგომარეობაში, რუკასთან ან დაფასთან მდგომი, მსოფლიო ისტორიის მთავარ მოვლენებზე მოსაუბრე ახსოვთ. (ამ მხრივ მდგომარეობა კარდინალურად და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი). ალბათ იმასაც გაიხსენებენ, რომ ძირითადად დასჯის შიშით სწავლობდნენ. ახლა, როცა უკვე მე ვარ ისტორიის მასწავლებელი, ვცდილობ გავარკვიო, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ უკეთესობისაკენ. სადაო არ არის, რომ შეცვლა არა მარტო საჭირო და აუცილებელი, არამედ სავალდებულოც კია. ამას ეროვნული სასწავლო მიზნები გვავალდებულებს. ამასთანავე ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება და მათთვის სასწავლო კურსით გათვალისწინებული ცოდნის გადაცემა. ისტორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო საგანია. ზემოთ ეროვნული სასწავლო მიზნები ვახსენე, მათი მიღწევა დიდწილადაა დამოკიდებული ისტორიის სწავლებაზე. ვგულისხმობ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით გათვალისწინებული თითქმის ყველა მიზანი ისტორიის ცოდნას (ამ შემთხვევაში ცოდნაში ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონეს ვგულისხმობ) უკავშირდება. მოკლედ, ჩვენი ამოცანა ბევრად გართულებულია, თუ ადრე მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის ძირითადად გარკვეული ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
26
ევალებოდათ, ამჟამად ინფორმაცია მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ზემოთდასახელებული უნარ-ჩვევებით აღიჭურვონ. მაგრამ რა ხდება რეალურად? სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ისტორიის სწავლება ჩვენს სკოლებში? მე რასაკვირველია არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე. მხოლოდ ჩემი ვარაუდის გაზიარება შემიძლია. ვფიქრობ, მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება ნაკლებად აისახება გამოცდების ფორმატზე, სადაც მთავარი ყურადღება ისევ ფაქტების დამახსოვრებაზეა გამახვილებული. ეს განსაკუთრებით კატის გამოცდებს ეხება. ანუ რა გამოდის, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს აუცილებელი უნარების განვითარებაზე, საამისოდ უნდა განახორციელოს განსხვავებული აქტივობები, უნდა დახარჯოს უამრავი დრო და ენერგია, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლე ისევ ფაქტების მექანიკური დამახსოვრების უნარით შეფასდება. ამ გარემოებას ვერც მასწავლებელი უვლის გვერდს. იგი იძულებული ხდება საინტერესო აქტივობებს დრო მოაკლოს და ხშირად შეამოწმოს რამდენად ზუსტად ახსოვთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაცია, რაც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი ამას სიამოვნებით აკეთებს, რადგანაც ასე უფრო იოლია მუშაობა. შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ისტორიის მიმართ მოსწავლეების ინტერესი კლებულობს და გამოცდებზე შესაძლოა ისიც გამოჩნდეს, რომ მათ საჭირო დონეზე არც ფაქტობრივი მასალა აუთვისებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისტორიის სწავლება თითქმის სრულად არის დამოკიდებული სახელმძღვანელოებზე. მასწავლებლისთვის ძალზე რთულ და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანაა, რომ ერთდროულად წიგნსაც გასცდეს და შესასწავლი მასალაც ბოლომდე გადასცეს. სწორედ ამიტომ იქცა ისტორიის სწავლება ,,მოსაწყენად", თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელს მართებს შემოქმედებითობისა და ფანტაზიის გამოვლენა და ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც ისტორიას ,,გააცოცხლებს" და საგნის სწავლების პროცესს სახალისოს გახდის. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რას ვკარგავთ ისტორიის არცოდნით? რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს ისტორიის სწავლა სინამდვილეში? ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია გასცეს ისეთმა უდიდესმა ავტორიტეტებმა, როგორებიც ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლავთ. მათი მოსაზრებები ჩვენთვის კარგად ცნობილი, სათანადოდ დაფასებული და გათვალისწინებულია. ამჯერად რამდენიმე უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ისტორიის, როგორც სასკოლო საგნის მნიშვნელობაზე საუბრობენ. დავიწყოთ პულიცერის პრემიის ლაურეატით, ისტორიკოს უოლტერ მაკდუგალის (Walter McDougall) მოსაზრებით. თავის სტატიაში, რომელიც მან American Scholar -ში გამოაქვეყნა, ისტორიის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს და დასკვნის სახით სამ მთავარ მომენტზე
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
27
ამახვილებს ყურადღებას. ესენია – ფართო ინტელექტუალური განვითარება, სრულყოფილი სამოქალაქო განათლება, მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება. მაკდუგალი წერს: „ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამტარი უზარმაზარი ხომალდი, რომელიც ჭეშმარიტ განათლებას აძლევს ახალგაზრდა თაობებს, ხელს უწყობს მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, აიძულებს მათ გამოიძიონ, გააანალიზონ, დაასაბუთონ ისტორიული და ადამიანური ტრაგედიების თუ ტრიუმფის გამომწვევი მიზეზები. ისტორიის შესწავლა მოსწავლეს ეხმარება ყველა დანარჩენი სასკოლო საგნის უკეთ გაგებაში - იქნება ეს ისტორიასთან ახლო მდგომი გეოგრაფია და ლიტერატურა, თუ მისგან საკმაოდ დაშორებული მათემატიკა და მეცნიერების საფუძვლები". „თუ ისტორიის სწავლებას სწორად წავმართავთ, ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ არამარტო ჩაწვდნენ წარსული დროის ამა თუ იმ მოვლენის არსს ან ისტორიული პიროვნებების როლს, არამედ დაუკავშირონ ისინი თავიანთ ცხოვრებას", - ეს უკვე ლინი მანსონის (Lynne Munson) მოსაზრება გახლავთ, – ,,სწორედ ისტორიის სასკოლო საგნის დამსახურებაა, რომ მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დაინახოს საკუთარი ცხოვრების უფრო ფართო კონტექსტი, გაისიგრძეგანოს და გაიაზროს ისტორიული პიროვნებების საქმეები და წარმოიდგინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში. ისტორიის გარეშე მსოფლიო საოცრად პატარავდება", - ამბობს ის. მაკდუგალი უფრო შორსაც მიდის და ისტორიას ,,თანამედროვე კურიკულუმის რელიგიას" უწოდებს, ხოლო მანსონი ამტკიცებს, რომ ,,ლიბერალური მეცნიერებების ცოდნა არის უმთავრესი წინაპირობა მსოფლიოზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად". ისტორიის სასწავლო საგნის ღირებულებებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ ერთს დავძენ, ვისურვებდი წარსულის გმირებით შთაგონებულ ჩვენს მოსწავლეებში გაგვეჩინა იმის სურვილი, რომ მომავალში თვითონაც ქცეულიყვნენ გმირებად, ხოლო რამდენად მოახერხებენ ამას, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელი და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოზარდები თავიანთი ქვეყნის პატრიოტებად, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, საზოგადოების განვითარებაში მონაწილე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ჩვენი თემა ერთი ახალი მეთოდის აღწერით მინდა გავაგრძელო. ცოტა ხნის წინ პესტალოცის პროგრამით ესტონეთში გახლდით. რამდენიმე ლექცია სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო. მართალია ეს მეთოდი სემინარზე დაწვრილებით არ განხილულა (ამიტომ დამატებითი ინფორმაციაც მოვიძიე), თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო საინტერესოდ მომეჩვენა. უპირველესად იგი ორიგინალური და საკმაოდ გამომწვევია. მიმაჩნია, რომ არ შეიცავს გაუმართლებელ რისკებს. ამასთან მასწავლებელს მისი გამოყენება შეუძლია როგორც ტექნოლოგიების
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
28
დახმარებით, ასევე მათ გარეშეც. თუმცა სრულყოფილი სახით ამ მეთოდით სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულ მეთოდს ინგლისურად „flipped classroom” ეწოდება, ხოლო ქართულად მას „შეტრიალებული სასწავლო პროცესი" შეიძლება ვუწოდოთ.
შეტრიალებული სასწავლო პროცესი ნიშნავს ისეთ სწავლებას, როცა მოსწავლეები ახალ მასალას კლასის მიღმა ეცნობიან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ კითხულობენ ახალ მასალას ან უყურებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეო-ლექციას, ხოლო საკლასო დროს უფრო რთული აქტივობების შესასრულებლად იყენებენ. მაგ; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, დისკუსია, დებატები, ექსპერიმენტები და ა.შ. შეტრიალებული სასწავლო პროცესი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად, რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის. იგი ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. თუ შეტრიალებულ სასწავლო პროცესს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი დონის (ცოდნა და გაგება) შესატყვის მოქმედებებს სკოლის გარეთ ახდენენ, ხოლო გაკვეთილზე მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება ხდება (გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება). გაკვეთილის ორგანიზების ყველაზე მისაღებ ფორმად წყვილებში მუშაობა ითვლება.
შეტრიალებული საკლასო ოთახი ცვლის როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების როლებს, მათ მოლოდინებს. მოსწავლეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე. ტრადიციული ლექციის ნაცვლად დროდადრო მათ საშუალება ეძლევათ ინფორმაცია ალტერნატიული გზებით მიიღონ და საგაკვეთილო დრო საინტერესო აქტივობებს დაუთმონ. ამ მეთოდით სწავლებისას მასწავლებელი ბუნებრივად ირგებს ფასილიტატორის და მოდერატორის როლს. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ისინი უფრო თამამად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თანაკლასელების ან მასწავლებლის დახმარებით ძალდაუტანებლად ასწორებენ შეცდომებს, ახდენენ არასწორი წარმოდგენების რევიზიას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება.
შეტრიალებული სასწავლო პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიები, რომელიც მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მოსწავლეები მათი დახმარებით ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, უკეთ განსაზღვრავენ სწავლის მათთვის ყველაზე სასურველ ხერხს (მაგ; ლექცია, კითხვა, ინტერაქტიური მულტიმედია). ეცნობიან რა სასწავლო მასალებს სხვადასხვა
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
29
ფორმატში, შეუძლიათ უკეთ მიუსადაგონ სწავლის მათთვის სასურველ სტილს (მაგ. ტექსტი, ვიდეო, აუდიო, მულტიმედია). შეტრიალებული სწავლება საკლასო ოთახში ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს დისკუსიებისა და ინტერაქციისათვის. შესაძლებელი ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მონაცემების უფრო სრულყოფილად დაფიქსირება, მოსახერხებელია მათი პროგრესის ანალიზის ჩასატარებლად, ის აგრეთვე ახდენს რისკის ჯგუფში არსებული მოსწავლეების იდენტიფიკაციას. შეტრიალებული სასწავლო პროცესი თავიდან განსაკუთრებით პოპულარული ჰუმანიტარულ საგნებში გახდა. მოგვიანებით მისი აქტიურად გამოყენება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებშიც აქტიურად დაიწყეს.
მეთოდის ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილისათვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ, რათა საკლასო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ამისათვის მათ შექმნეს სპეციალური ფორმები (სამუშაო ფურცლები), რომელთა დახმარებით მოსწავლეები ახალი მასალის პრიორიტეტულ საკითხებს შეისწავლიან (კითხვებზე პასუხის გაცემა, პრობლემების გამოკვეთა და სხვა). თეორეტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სწავლების შეტრიალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო, თუ მოსწავლეები წინასწარ საფუძვლიანად მოემზადებიან.
შეტრიალებული საკლასო ოთახის თეორეტიკოსები ჯონ ბრენსფორდი, ენ ბრაუნი, როდნი კოკინგი თავიანთ ერთობლივ ნაშრომში „როგორ სწავლობენ ადამიანები" ასახელებენ სწავლა-სწავლების მეცნიერების სამ მთავარ მიმართულებას. „იმისათვის რომ მოსწავლეებს კვლევის უნარი განუვითარდეთ საჭიროა: ა) ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი ცოდნა; ბ) ფაქტებისა და იდეების გაგება კონტექსტში; გ) ცოდნის ორგანიზების ისეთი უნარი, რომელიც განაპირობებს მის ტრანსფორმაციას და შემდგომში გამოყენებას". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეტრიალებული საკლასო ოთახი კარგად პასუხობს ამ ამოცანებს. მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ახალ ფაქტობრივ ცოდნას, ახერხებენ სწრაფი უკუკავშირის მიღებას თანაკლასელებისა და მასწავლებლისგან, ძალდაუტანებლად ახდენენ მცდარი წარმოდგენების შეცვლას და საბოლოო ჯამში ახდენენ ცოდნის ისეთი ფორმით ორგანიზებას, როგორსაც სამომავლოდ ეფექტურად გამოიყენებენ. ამასთანავე შეტრიალებული საკლასო ოთახი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები, ირწმუნონ თავიანთი ძალები. ბრანსფორდი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ „ამგვარი მეტაკოგნიტური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო პროცესის კონტროლში. ისინი ახერხებენ უკეთ დაისახონ სასწავლო ამოცანები, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ პროგრესს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს". დაბოლოს, დასკვნის სახით მოკლედ ჩამოვთვლით შეტრიალებული
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
30
სასწავლო პროცესის მთავარ მიმართულებებს :
􀂾
რადგან ახალ მასალას სახლში ეცნობიან, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ პირველი აღმოჩენები;
􀂾
ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების პასუხისმგებლობას ამაღლებს, ეხმარება მათ სასწავლო პროცესისათვის სათანადოდ მოსამზადებლად;
􀂾
ქმნის მექანიზმს მოსწავლეების გაგების შესაფასებლად;
􀂾
აწარმოებს საკლასო აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ჩვენს თემას ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე სასწავლო აქტივობით დავასრულებთ. მიგვაჩნია, რომ ისინი საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო - კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია. ჩვენს აქტივობები რამდენიმე კონკრეტულ მიზანსაც ისახავს, მაგ: ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას, დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.
ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ.ისტორიამ ზოგიერთი მათგანის სრული ,,რეაბილიტაცია" მოადინა, ზოგიერთის კი მიმართ დღემდე დავა მიმდინარეობს.
სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
31
თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერითი სახის) გამოიყენებენ.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს (საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ, მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება), უზრუნველყოფს მოსწავლეებს ტექსტებით, აცნობს მათ შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.
თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.
ფოტოალბომი კომენტარებით - ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით. მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ წყვილებად ან ტრიადებად დაყოფილ მოსწავლეებს ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა და პასუხები ისე გასცენ, როგორც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გააკეთებდა. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, მათ პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
32
ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად. აქტივობა ხასიათის სოციოგრამა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ. წერითი დავალება კონცეპტუალური წრე მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი - გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.
აქტივობების და დავალებების შესრულებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე გარემოება, ზეპირი მსჯელობისასმეტისმეტი მონდომების გამო მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა. მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. დაბოლოს, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
33
შემოქმედებითობასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ადეკვატურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ლოგიკურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
Berrett D (2012). How ‘flipping’ the classroom can improve the traditional lecture. The Chronicle of Higher Education, Feb. 19, 2012
2.
Bransford JD, Brown AL, and Cocking RR (2000). How people learn: Brain, mind, experience, and school. Washington, D.C.: National Academy Press.
3.
Fertig, Gary. "Using Biography to Help Young Learners Understand the Causes of Historical Change and Continuity." The Social Studies 99 (2008): 147–154.
4.
Zarnowski, Myra. " Exploring Biographies and Overcoming Life’s Obstacles." Social Studies and the Young Learner 33 (2008): 42–46.