суббота, 22 апреля 2017 г.

ისტორიის სწავლება: ზოგადი ტენდენციები, ახალი მეთოდები, სასწავლო აქტივობები

GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
23
gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2442.pdf&t=1
ბოლქვაძე დავით
ანოტაცია
საქართველოსსაგანმანათლებლოსისტემისგრძელვადიანიგანვითარებისგეგმითკიდევერთხელდადასტურდა, რომმოწინავეევროპულსაგანმანათლებლოსივრცეშიინტეგრაციაჩვენისაგანმანათლებლოსისტემისუმნიშვნელოვანესიამოცანაა. ესისსივრცეა, რომელიცყოველთვისღიააინოვაციებისადასაკმაოდთამამიექსპერიმენტებისათვის. 21-ესაუკუნესუზარმაზარისიახლეებიდაცვლილებებიმოაქვსთითქმისყველადარგში, მითუმეტესსაგანმანათლებლოსისტემებში. ჩვენიქვეყნისგანათლებისმესვეურებიცდილობენმხარიაუბანდღევანდელობისმოთხოვნებს:იცვლებასაგნობრივიდაპროფესიულისტანდარტები, მუშავდებამასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისახალისქემა,მიმდინარეობსეროვნულისასწავლოგეგმისრევიზიადასხვ.უკანასნელიწლებისგანმავლობაშიმასწავლებლებსგააცნესუამრავიახალიმეთოდიდასასწავლოაქტივობა,მიეწოდათსაგანმანათლებლორესურსები.ცნობილიარომსიახლეებისმოყვარულებიყოველთვისუმცირესობაშიარიან,თუმცა მათი რიცხვითან და თანიზრდება. ჩვენინაშრომიშედგენილიაავტორისმიერუკანასკნელპერიოდშიინტერნეტგაზეთში ,,მასწავლებელი.ჯი“გამოქვეყნებულისტატიებისმიხედვით. საკონფერენციოთემაზემუშაობისასმათშიგარკვეულიცვლილებებიიქნაშეტანილი. როგორცსათაურიდანჩანს, ჩვენშევეხეთისტორიისსწავლებისპრობლემატიკას - გამოვკვეთეთრამდენიმეტენდენცია, აღვწერთახალმეთოდს, მასწავლებლებსვთავაზობთრამდენიმესაინტერესოაქტივობას. მიგვაჩნია, რომმთავარიგამოწვევა, რომლისწინაშეცისტორიისმასწავლებლებიდგანანიმაშიმდგომარებს, რომსაჭიროაისტორიისსწავლებისპროცესისსტატიკურიმდგომარებიდანდინამიურმდგომარეობაშიგადასვლა.
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
24
ესმიზანიშესრულდებათუგაკვეთილებიახალიშემოქმედებითი, ორიგინალური, სახალისომეთოდებითაქტივობებითგამდიდრდება. ისტორიისხარისხიანისწავლებაუშუალოდუკავშირდებაეროვნულისასწავლომიზნებითგათვალისწინებულიმოთხოვნებისშესრულებას, ხოლოშემოქმედებითიაქტივობებიერთიმხრივაცოცხლებსსასწავლოპროცესს, აძლიერებსმოსწავლისინტერესსსაგნისმიმართდამოტივირებულსხდისმას. მეორემხრივ, სწორედუშუალოდსაგაკვეთილოპროცესშიგამოყენებულიმეთოდურადგამართულიორიგინალურიაქტივობებისმეშვეობითშეძლებსმასწავლებელიპროფესიულიგანვითარებისსქემითგათვალისწინებულიკრედიტქულებისმოგროვებას, რაცმასკატეგორიისამაღლებისდამატერიალურიმდგომარეობისგაუმჯობესებისსაშუალებასმისცემს. ამგვარად, საინტერესოსასწავლოაქტივობებიპედაგოგისფინანსურადმომგებიანივალდებულებაცხდება.
საკვანძოსიტყვები: დინამიურისასწავლოპროცესი, სასწავლომეთოდი, სასწავლოაქტივობა, შეტრიალებულისაკლასოოთახი, ეროვნულისასწავლომიზნები, ეროვნულისასწავლოგეგმა, კრიტიკულიაზროვნება, შემოქმედებითობა
ყველანი ვთანხმდებით, რომ მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს გახლავთ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ყოველთვის ღიაა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტებისათვის. ხდება სწავლების ახალი ინტერაქტიური მეთოდების კრიტიკული შესწავლა, წარმოებული კვლევებით დგინდება ახალი მიდგომების ეფექტურობა, დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სიახლეები საგანმანათლებლო სისტემებში ინერგება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უპირობო ენთუზიაზმით სიახლეებს არსად ხვდებიან. ცნობილია, სიახლეების მოყვარულები ყოველთვის უმცირესობაში არიან, უპირობო ენთუზიასტები ნებისმიერ საზოგადოებაში 5-10 %-ია. ამგვარად, ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვას ყველგან წლები სჭირდება. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემაც სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას. სწავლა-სწავლების თანამედროვე მოთხოვნები მასწავლებლებს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს. რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ,,სწავლების თანამედროვე მოთხოვნები“? უპირველესად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ მათი მომავალი წარმატებისათვის.ეს ურთულესი მისია
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
25
წარმატებით რომ დაგვირგვინდეს, აუცილებელია მასწავლებელმა თვითგანვითარებაზედიდი ძალისხმევა გაიღოს.თითქმის ორი ათწლეულია ჩვენს მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა სოლიდურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სხვადასხვა გამოცემებით სთავაზობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეთოდოლოგიურ რჩევებს, ატარებენ მათთვის ძალზე ნაყოფიერ ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მასწავლებლების უმეტესობა ყურადღებით ეცნობა საჭირო ლიტერატურას და ითვალისწინებს მათ თავიანთ პრაქტიკაში.
ჩვენს თემას ისტორიის სწავლა-სწავლების პრობლემატიკის მიმოხილვით დავიწყებთ, განვიხილავთ სწავლების ახალ მეთოდებს, ბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას. თავდაპირველად გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, რომ ისტორიის მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომ ისტორიის სწავლებას ძალზე ჰარმონიულად ეთანადება აზროვნებასთან და ანალიზთან დაკავშირებული პროცესები. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ისტორია არ განეკუთვნება ე. წ. ,,ზუსტ მეცნიერებებს“, ისტორიული მოვლენებიდან ან ცნობილი ისტორიული პიროვნებების გარდაცვალებიდან არათუ ათწლეულების, საუკუნეების გასვლის შემდეგაც არ წყდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების დაპირისპირება. უნდა შევეცადოთ, ისტორიის გაკვეთილები დინამიური, საინტერესო, სახალისო გავხადოთ. საშუალო და უფროსი თაობის უმეტესობას ისტორიის მასწავლებლები თვალწინ სტატიკურ მდგომარეობაში, რუკასთან ან დაფასთან მდგომი, მსოფლიო ისტორიის მთავარ მოვლენებზე მოსაუბრე ახსოვთ. (ამ მხრივ მდგომარეობა კარდინალურად და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი). ალბათ იმასაც გაიხსენებენ, რომ ძირითადად დასჯის შიშით სწავლობდნენ. ახლა, როცა უკვე მე ვარ ისტორიის მასწავლებელი, ვცდილობ გავარკვიო, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ უკეთესობისაკენ. სადაო არ არის, რომ შეცვლა არა მარტო საჭირო და აუცილებელი, არამედ სავალდებულოც კია. ამას ეროვნული სასწავლო მიზნები გვავალდებულებს. ამასთანავე ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება და მათთვის სასწავლო კურსით გათვალისწინებული ცოდნის გადაცემა. ისტორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო საგანია. ზემოთ ეროვნული სასწავლო მიზნები ვახსენე, მათი მიღწევა დიდწილადაა დამოკიდებული ისტორიის სწავლებაზე. ვგულისხმობ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით გათვალისწინებული თითქმის ყველა მიზანი ისტორიის ცოდნას (ამ შემთხვევაში ცოდნაში ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონეს ვგულისხმობ) უკავშირდება. მოკლედ, ჩვენი ამოცანა ბევრად გართულებულია, თუ ადრე მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის ძირითადად გარკვეული ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
26
ევალებოდათ, ამჟამად ინფორმაცია მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ზემოთდასახელებული უნარ-ჩვევებით აღიჭურვონ. მაგრამ რა ხდება რეალურად? სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ისტორიის სწავლება ჩვენს სკოლებში? მე რასაკვირველია არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე. მხოლოდ ჩემი ვარაუდის გაზიარება შემიძლია. ვფიქრობ, მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება ნაკლებად აისახება გამოცდების ფორმატზე, სადაც მთავარი ყურადღება ისევ ფაქტების დამახსოვრებაზეა გამახვილებული. ეს განსაკუთრებით კატის გამოცდებს ეხება. ანუ რა გამოდის, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს აუცილებელი უნარების განვითარებაზე, საამისოდ უნდა განახორციელოს განსხვავებული აქტივობები, უნდა დახარჯოს უამრავი დრო და ენერგია, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლე ისევ ფაქტების მექანიკური დამახსოვრების უნარით შეფასდება. ამ გარემოებას ვერც მასწავლებელი უვლის გვერდს. იგი იძულებული ხდება საინტერესო აქტივობებს დრო მოაკლოს და ხშირად შეამოწმოს რამდენად ზუსტად ახსოვთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაცია, რაც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი ამას სიამოვნებით აკეთებს, რადგანაც ასე უფრო იოლია მუშაობა. შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ისტორიის მიმართ მოსწავლეების ინტერესი კლებულობს და გამოცდებზე შესაძლოა ისიც გამოჩნდეს, რომ მათ საჭირო დონეზე არც ფაქტობრივი მასალა აუთვისებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისტორიის სწავლება თითქმის სრულად არის დამოკიდებული სახელმძღვანელოებზე. მასწავლებლისთვის ძალზე რთულ და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანაა, რომ ერთდროულად წიგნსაც გასცდეს და შესასწავლი მასალაც ბოლომდე გადასცეს. სწორედ ამიტომ იქცა ისტორიის სწავლება ,,მოსაწყენად", თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელს მართებს შემოქმედებითობისა და ფანტაზიის გამოვლენა და ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც ისტორიას ,,გააცოცხლებს" და საგნის სწავლების პროცესს სახალისოს გახდის. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რას ვკარგავთ ისტორიის არცოდნით? რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს ისტორიის სწავლა სინამდვილეში? ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია გასცეს ისეთმა უდიდესმა ავტორიტეტებმა, როგორებიც ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლავთ. მათი მოსაზრებები ჩვენთვის კარგად ცნობილი, სათანადოდ დაფასებული და გათვალისწინებულია. ამჯერად რამდენიმე უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ისტორიის, როგორც სასკოლო საგნის მნიშვნელობაზე საუბრობენ. დავიწყოთ პულიცერის პრემიის ლაურეატით, ისტორიკოს უოლტერ მაკდუგალის (Walter McDougall) მოსაზრებით. თავის სტატიაში, რომელიც მან American Scholar -ში გამოაქვეყნა, ისტორიის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს და დასკვნის სახით სამ მთავარ მომენტზე
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
27
ამახვილებს ყურადღებას. ესენია – ფართო ინტელექტუალური განვითარება, სრულყოფილი სამოქალაქო განათლება, მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება. მაკდუგალი წერს: „ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამტარი უზარმაზარი ხომალდი, რომელიც ჭეშმარიტ განათლებას აძლევს ახალგაზრდა თაობებს, ხელს უწყობს მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, აიძულებს მათ გამოიძიონ, გააანალიზონ, დაასაბუთონ ისტორიული და ადამიანური ტრაგედიების თუ ტრიუმფის გამომწვევი მიზეზები. ისტორიის შესწავლა მოსწავლეს ეხმარება ყველა დანარჩენი სასკოლო საგნის უკეთ გაგებაში - იქნება ეს ისტორიასთან ახლო მდგომი გეოგრაფია და ლიტერატურა, თუ მისგან საკმაოდ დაშორებული მათემატიკა და მეცნიერების საფუძვლები". „თუ ისტორიის სწავლებას სწორად წავმართავთ, ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ არამარტო ჩაწვდნენ წარსული დროის ამა თუ იმ მოვლენის არსს ან ისტორიული პიროვნებების როლს, არამედ დაუკავშირონ ისინი თავიანთ ცხოვრებას", - ეს უკვე ლინი მანსონის (Lynne Munson) მოსაზრება გახლავთ, – ,,სწორედ ისტორიის სასკოლო საგნის დამსახურებაა, რომ მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დაინახოს საკუთარი ცხოვრების უფრო ფართო კონტექსტი, გაისიგრძეგანოს და გაიაზროს ისტორიული პიროვნებების საქმეები და წარმოიდგინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში. ისტორიის გარეშე მსოფლიო საოცრად პატარავდება", - ამბობს ის. მაკდუგალი უფრო შორსაც მიდის და ისტორიას ,,თანამედროვე კურიკულუმის რელიგიას" უწოდებს, ხოლო მანსონი ამტკიცებს, რომ ,,ლიბერალური მეცნიერებების ცოდნა არის უმთავრესი წინაპირობა მსოფლიოზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად". ისტორიის სასწავლო საგნის ღირებულებებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ ერთს დავძენ, ვისურვებდი წარსულის გმირებით შთაგონებულ ჩვენს მოსწავლეებში გაგვეჩინა იმის სურვილი, რომ მომავალში თვითონაც ქცეულიყვნენ გმირებად, ხოლო რამდენად მოახერხებენ ამას, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელი და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოზარდები თავიანთი ქვეყნის პატრიოტებად, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, საზოგადოების განვითარებაში მონაწილე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ჩვენი თემა ერთი ახალი მეთოდის აღწერით მინდა გავაგრძელო. ცოტა ხნის წინ პესტალოცის პროგრამით ესტონეთში გახლდით. რამდენიმე ლექცია სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო. მართალია ეს მეთოდი სემინარზე დაწვრილებით არ განხილულა (ამიტომ დამატებითი ინფორმაციაც მოვიძიე), თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო საინტერესოდ მომეჩვენა. უპირველესად იგი ორიგინალური და საკმაოდ გამომწვევია. მიმაჩნია, რომ არ შეიცავს გაუმართლებელ რისკებს. ამასთან მასწავლებელს მისი გამოყენება შეუძლია როგორც ტექნოლოგიების
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
28
დახმარებით, ასევე მათ გარეშეც. თუმცა სრულყოფილი სახით ამ მეთოდით სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულ მეთოდს ინგლისურად „flipped classroom” ეწოდება, ხოლო ქართულად მას „შეტრიალებული სასწავლო პროცესი" შეიძლება ვუწოდოთ.
შეტრიალებული სასწავლო პროცესი ნიშნავს ისეთ სწავლებას, როცა მოსწავლეები ახალ მასალას კლასის მიღმა ეცნობიან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ კითხულობენ ახალ მასალას ან უყურებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეო-ლექციას, ხოლო საკლასო დროს უფრო რთული აქტივობების შესასრულებლად იყენებენ. მაგ; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, დისკუსია, დებატები, ექსპერიმენტები და ა.შ. შეტრიალებული სასწავლო პროცესი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად, რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის. იგი ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. თუ შეტრიალებულ სასწავლო პროცესს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი დონის (ცოდნა და გაგება) შესატყვის მოქმედებებს სკოლის გარეთ ახდენენ, ხოლო გაკვეთილზე მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება ხდება (გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება). გაკვეთილის ორგანიზების ყველაზე მისაღებ ფორმად წყვილებში მუშაობა ითვლება.
შეტრიალებული საკლასო ოთახი ცვლის როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების როლებს, მათ მოლოდინებს. მოსწავლეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე. ტრადიციული ლექციის ნაცვლად დროდადრო მათ საშუალება ეძლევათ ინფორმაცია ალტერნატიული გზებით მიიღონ და საგაკვეთილო დრო საინტერესო აქტივობებს დაუთმონ. ამ მეთოდით სწავლებისას მასწავლებელი ბუნებრივად ირგებს ფასილიტატორის და მოდერატორის როლს. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ისინი უფრო თამამად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თანაკლასელების ან მასწავლებლის დახმარებით ძალდაუტანებლად ასწორებენ შეცდომებს, ახდენენ არასწორი წარმოდგენების რევიზიას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება.
შეტრიალებული სასწავლო პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიები, რომელიც მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მოსწავლეები მათი დახმარებით ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, უკეთ განსაზღვრავენ სწავლის მათთვის ყველაზე სასურველ ხერხს (მაგ; ლექცია, კითხვა, ინტერაქტიური მულტიმედია). ეცნობიან რა სასწავლო მასალებს სხვადასხვა
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
29
ფორმატში, შეუძლიათ უკეთ მიუსადაგონ სწავლის მათთვის სასურველ სტილს (მაგ. ტექსტი, ვიდეო, აუდიო, მულტიმედია). შეტრიალებული სწავლება საკლასო ოთახში ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს დისკუსიებისა და ინტერაქციისათვის. შესაძლებელი ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მონაცემების უფრო სრულყოფილად დაფიქსირება, მოსახერხებელია მათი პროგრესის ანალიზის ჩასატარებლად, ის აგრეთვე ახდენს რისკის ჯგუფში არსებული მოსწავლეების იდენტიფიკაციას. შეტრიალებული სასწავლო პროცესი თავიდან განსაკუთრებით პოპულარული ჰუმანიტარულ საგნებში გახდა. მოგვიანებით მისი აქტიურად გამოყენება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებშიც აქტიურად დაიწყეს.
მეთოდის ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილისათვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ, რათა საკლასო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ამისათვის მათ შექმნეს სპეციალური ფორმები (სამუშაო ფურცლები), რომელთა დახმარებით მოსწავლეები ახალი მასალის პრიორიტეტულ საკითხებს შეისწავლიან (კითხვებზე პასუხის გაცემა, პრობლემების გამოკვეთა და სხვა). თეორეტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სწავლების შეტრიალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო, თუ მოსწავლეები წინასწარ საფუძვლიანად მოემზადებიან.
შეტრიალებული საკლასო ოთახის თეორეტიკოსები ჯონ ბრენსფორდი, ენ ბრაუნი, როდნი კოკინგი თავიანთ ერთობლივ ნაშრომში „როგორ სწავლობენ ადამიანები" ასახელებენ სწავლა-სწავლების მეცნიერების სამ მთავარ მიმართულებას. „იმისათვის რომ მოსწავლეებს კვლევის უნარი განუვითარდეთ საჭიროა: ა) ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი ცოდნა; ბ) ფაქტებისა და იდეების გაგება კონტექსტში; გ) ცოდნის ორგანიზების ისეთი უნარი, რომელიც განაპირობებს მის ტრანსფორმაციას და შემდგომში გამოყენებას". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეტრიალებული საკლასო ოთახი კარგად პასუხობს ამ ამოცანებს. მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ახალ ფაქტობრივ ცოდნას, ახერხებენ სწრაფი უკუკავშირის მიღებას თანაკლასელებისა და მასწავლებლისგან, ძალდაუტანებლად ახდენენ მცდარი წარმოდგენების შეცვლას და საბოლოო ჯამში ახდენენ ცოდნის ისეთი ფორმით ორგანიზებას, როგორსაც სამომავლოდ ეფექტურად გამოიყენებენ. ამასთანავე შეტრიალებული საკლასო ოთახი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები, ირწმუნონ თავიანთი ძალები. ბრანსფორდი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ „ამგვარი მეტაკოგნიტური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო პროცესის კონტროლში. ისინი ახერხებენ უკეთ დაისახონ სასწავლო ამოცანები, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ პროგრესს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს". დაბოლოს, დასკვნის სახით მოკლედ ჩამოვთვლით შეტრიალებული
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
30
სასწავლო პროცესის მთავარ მიმართულებებს :
􀂾
რადგან ახალ მასალას სახლში ეცნობიან, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ პირველი აღმოჩენები;
􀂾
ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების პასუხისმგებლობას ამაღლებს, ეხმარება მათ სასწავლო პროცესისათვის სათანადოდ მოსამზადებლად;
􀂾
ქმნის მექანიზმს მოსწავლეების გაგების შესაფასებლად;
􀂾
აწარმოებს საკლასო აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ჩვენს თემას ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე სასწავლო აქტივობით დავასრულებთ. მიგვაჩნია, რომ ისინი საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო - კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია. ჩვენს აქტივობები რამდენიმე კონკრეტულ მიზანსაც ისახავს, მაგ: ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას, დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.
ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ.ისტორიამ ზოგიერთი მათგანის სრული ,,რეაბილიტაცია" მოადინა, ზოგიერთის კი მიმართ დღემდე დავა მიმდინარეობს.
სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
31
თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერითი სახის) გამოიყენებენ.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს (საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ, მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება), უზრუნველყოფს მოსწავლეებს ტექსტებით, აცნობს მათ შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.
თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.
ფოტოალბომი კომენტარებით - ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით. მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ წყვილებად ან ტრიადებად დაყოფილ მოსწავლეებს ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა და პასუხები ისე გასცენ, როგორც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გააკეთებდა. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, მათ პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
32
ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად. აქტივობა ხასიათის სოციოგრამა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ. წერითი დავალება კონცეპტუალური წრე მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი - გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.
აქტივობების და დავალებების შესრულებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე გარემოება, ზეპირი მსჯელობისასმეტისმეტი მონდომების გამო მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა. მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. დაბოლოს, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და
GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)
ISSN 1512-1801
The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education)
5-6 Desember, 2014, Materials
33
შემოქმედებითობასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ადეკვატურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ლოგიკურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
Berrett D (2012). How ‘flipping’ the classroom can improve the traditional lecture. The Chronicle of Higher Education, Feb. 19, 2012
2.
Bransford JD, Brown AL, and Cocking RR (2000). How people learn: Brain, mind, experience, and school. Washington, D.C.: National Academy Press.
3.
Fertig, Gary. "Using Biography to Help Young Learners Understand the Causes of Historical Change and Continuity." The Social Studies 99 (2008): 147–154.
4.
Zarnowski, Myra. " Exploring Biographies and Overcoming Life’s Obstacles." Social Studies and the Young Learner 33 (2008): 42–46.

წინასწარმეტყველება“ ისტორიის გაკვეთილზე

 


 a-  A+ 
პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ სწავლა/სწავლების პროცესში  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება ძალზე მნიშნელოვანია, რადგან ის მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა: ცნობისმოყვარეობის გამოვლენა, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენება, შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის მოძიება, ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირება, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევა. ამიტომ სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების ინტენსიურად გამოყენება ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.
კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგიებიდან მნიშვნელოვანია   ისეთი მიდგომა, როგორიცაა „წინასწარმეტყველების ხე“ (იგივე „პროგნოზების ხე“).   თავისი სტრუქტურით    (თემა       მიზეზი (მიზანი)        შედეგი (არგუმენტი) –  ის ეფექტური საშუალებაა  დასახული საგანმანათლებლო მიზნის მიღწევისა და  მოსწავლეთა შესაფერისი  ცოდნისა და  უნარების ფორმირებისთვის.
გთავაზობთ მოსწავლეთა შორის კრიტიკული აზროვნების განვითარების პრაქტიკულ  მაგალითს „წინასწარმეტყველების ხის“   გამოყენებით:
გაკვეთილის თემა: „ასწლიანი ომი“, ისტ. VII.1,2, 4, 6, 7.
მიზანი: ასწლიანი ომის მიზეზების გაგება; ძირითადი საომარი სიტუაციების  გაცნობა; ისტორიული  მოვლენების დაკავშირება ისტორიულ დროსთან; ისტორიული წყაროების შესწავლა; ისტორიული რუკებისა და სქემების გამოყენება; კრიტიკული  აზროვნების განვითარება.
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური.
დრო: ორი საგაკვეთილო საათი.
აკვეთილის  მიმდინარეობა:
აქტივობა I
  1. ასწლიანი ომის მიზეზებისა და შედეგების წინასწარმეტყველება“ – წინასწარმეტყველების ხეზე სავარაუდო პასუხების ჩამოწერა.
  1. მოსწავლეთა ცოდნის აქტუალიზაცია /„გონებრივი იერიში“ ბარათების გამოყენებით (შეკითხვები და წერილობითი დავალება):
N1 ბარათი:
. როგორ წარმოიქმნა პარლამენტი ინგლისში?
ბ. რა შედეგები მოუტანა ინგლისის საზოგადოებრივ ფენებს პარლამენტმა?
გ. რა როლს ასრულებდა ინგლისის ცხოვრებაში მეფე და პარლამენტი?
დ. რა ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო ინგლისი  მას შემდეგ, რაც  „თავისუფლების ერა“ დაიწყო?
ე. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო  მეფისა და პარლამენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე? 
N2 ბარათი:
     ა. რატომ დადგა საფრანგეთისთვის დღის წესრიგში გაერთიანების აუცილებლობა?
ბ. მოსახლეობის რომელი ფენები უჭერდნენ მხარს მეფის ხელისუფლებას საფრანგეთის გაერთიანებისათვის ბრძოლაში?
      ბ. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?
გ. რა იყო გენერალური შტატების ძირითადი ამოცანა?
დ. პროგრესული იყო თუ არა საფრანგეთისთვის  გენერალური შტატების მოწვევა?
     ე. რა ძირითადი პრობლემის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო საფრანგეთი გაერთიანებისთვის ბრძოლაში?
 წერილობითი დავალება: სქემის შედგენა (ნებადართულია სახელმძღვანელოს გამოყენება);  
 ჯგუფი  –  რა  უწყობდა ხელს ინგლისის  განვითარებას  XIII ს-ში, რა იყო ამის მიზეზები?
ეკონომიკურიპოლიტიკური
II ჯგუფი  – დაასახელეთ საფრანგეთის გაერთიანების მიზეზები XIII-XIV სს-ში:
ეკონომიკურიპოლიტიკური
 III ჯგუფი  – ინგლისისა და საფრანგეთის  დაპირისპირების მიზეზები XIII-XIVსს-ში:

ეკონომიკურიპოლიტიკური

აქტივობის შედეგები – ასწლიანი ომის მიზეზების გამოკვეთა „წინასწარმეტყველების ხეზე“.
აქტივობა  II –   ახალი  მასალის  შესწავლა-მუშაობა წყვილებში (მიღებული შედეგებით, ანუ პასუხებით ივსება „წინასწარმეტყველების ხე“):
  1. უპასუხეთ შეკითხვას:
  • საფრანგეთის რომელი მიწები ეკუთვნოდა ინგლისს ომის დაწყების წინ? (აქვიტანია, კრესი);
  •  გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საფრანგეთის რომელ რეგიონებთან ექნებოდა ინგლისს მჭიდრო სამეურნეო კავშირები? (ფლანდრია).
  1. ისტორიულ დოკუმენტებზე მუშაობა –  „ედუარდ I-ის მიმართვა  ქვეშევრდომებს“:
„..ყველამ გაიგო  საფრანგეთის მეფემ  მოტყუებითა და  ეშმაკობით როგორ ჩამოაშორა ინგლისს გასკონია. ახლა  კი,  შეკრიბა რა ფლოტი და ჯარი,  იმავე მოტყუებითა და უკანონობის გზით აპირებს ფლანდრიის მითვისებას და სურს, მიწისაგან პირისა აღგავოს ინგლისი და ინგლისური ენა…“
უპასუხეთ შეკითხვას:
  • რით არის უკმაყოფილო ინგლისის მეფე?
  • რომელი ტერიტორიის გამო აქვთ უთანხმოება ორ სახელმწიფოს?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ აინტერესებდა ინგლისს  გასკონია და ფლანდრია?
  1. იმუშავეთ სქემაზე: „ინგლისის და საფრანგეთის დინასტიური დაპირისპირების მიზეზები“:
 

  1. მუშაობა რუკებზე: „ინგლისი და საფრანგეთი  ასწლიანი  ომის  დროს“
 

   

  1. 5გლეხთა აჯანყებები საფრანგეთსა  და ინგლისში: ა)  ინგლისის გამარჯვებები და აჯანყებები საფრანგეთში (გლეხთა ომი, ე.წ. ჟაკერია);  ბ) საფრანგეთის წარმატებები და აჯანყებები ინგლისში (გლეხთა აჯანყება უოტ ტაილერის მეთაურობით); გ) ჟანა დარკი – საფრანგეთის მხსნელი.
  1. 6რუკების, სქემის, ისტორიული დოკუმენტის და სოციალური დაპირისპირების საფუძველზე გაკვეთილის  ძირითადი  პრობლემის გამოკვეთა –  „ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება და  ბრძოლა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ტერიტორიული საზღვრების  ფორმირებისთვის“.
II აქტივობის  შედეგების   ასახვა  „წინასწარმეტყველების ხეზე“.
 აქტივობა III:
  1. ახალი ცოდნის გამტკიცება:
  • დაასახელეთ ასწლიანი ომის ძირითადი მიზეზი;
  • რომელ წლებში მიმდინარეობდა  ასწლიანი ომი?
  • რა მოუტანა ამ ომმა საფრანგეთის უბრალო მოსახლეობას?
  • რას  უწოდებენ ჟაკერიას? რატომ მიიღო ამ აჯანყებამ ასეთი სახელი?
  • აჩვენეთ რუკაზე ომის მიმდინარე და ძირითადი  შედეგები;
  • როგორ შეძლო ჟანა დარკმა ინგლისელების დამარცხება, მაშინ როდესაც საფრანგეთის მეფეები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ? როგორ ფიქრობთ, რატომ გადასცეს ინგლისელებმა ჟანა დარკი ინკვიზიციის სასამართლოს? განსაზღვრეთ ორლეანთან  ბრძოლის მნიშვნელობა  ასწლიანი ომის ისტორიაში;
  1. 2. შედეგების შეჯამება:
  • გამოიკვეთა თუ არა პასუხი ძირითად საკითხზე?
  • ჩამოაყალიბეთ ასწლიანი ომის მიზეზები და შედეგები;
  • ცნობილია, რომ შარლ VII-მ არაფერი გააკეთა ჟანა დარკის ინგლისელთა ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის. რატომ მოიქცა ასე? მოიყვანეთ თქვენი აზრის შესაბამისი არგუმენტი  და მტკიცებულება:
პოზიციამე ვთვლი, რომ ———————————
არგუმენტიიმიტომ, რომ ————————————-
 III აქტივობის   შედეგების  ასახვა  „წინასწარმეტყველების ხეზე“.
IV აქტივობა – „წინასწარმეტყველების ხის“ წინასწარი პროგნოზების შედარება მიღებულ შედეგებთან.
 კრიტიკული აზროვნების გამოყენება გაკვეთილზე და ამისათვის „წინასწარმეტყველების ხის“ ტექნოლოგიური მიდგომის გამოყენება ხელს უწყობს  შედეგების მიღწევას,  მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას, მოსწავლეთა კომუნიკაციას, ინდივიდუალურ, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობას, მოსწავლეთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისათვის პირობების შექმნას, უკვე არსებული სიტუაციების შიგნით  ინტერაქციული შემეცნებისთვის საჭირო ახალი სიტუაციების წარმოქმნას და ამიტომ მისი სწავლებაში გამოყენება მისასალმებელია.

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი მეთოდური ორიენტირები ისტორიის სწავლებაში

 
 a-  A+ 
მასწავლებლის მთავარი სამოქმედო პროგრამა  ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც   პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციაზეა დაფუძნებული.   შესაბამისად,  ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  მეთოდიკური  ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, როგორიცაა:
  • სწავლის მიმდინარეობა პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში;
  • ინტერაქცია;
  • მოსწავლის დაფასება და აღიარება;
  • მოსწავლის პასუხისმგებლობა  საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე;
  • ცოდნის კონსტრუირება არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების საფუძველზე.
 და ამ ყველაფერს  განსაზღვრავს დამოკიდებულება ზოგადად მოსწავლის და სწავლა-სწავლების მიმართ; აღიარება იმისა, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით.
 საგაკვეთილო საქმიანობაში ეს არც ისე მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან,  როგორც ვხედავთ, სახეზეა გარკვეული წინააღმდეგობა –  ერთი მხრივ, ცოდნის შეძენის პროცესს აქვს ინდივიდუალური ხასიათი და მისი ინდივიდუალიზმი „გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს“ და, მეორე მხრივ – სწავლების ფორმა, ორგანიზება არის  „მასშტაბური“  ხასიათის – მიმდინარეობს ჯგუფში, საკლასო სივრცეში. შესაბამისად, გამოიკვეთება ცოდნის ინდივიუალიზაციისა  და მასობრივი სწავლების ჰარმონიულად შერწყმის პრობლემა. ეს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი – თეორიაც და პრაქტიკული სავარჯიშოებიც  სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ააგონ, ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით.
  • როგორ ვუზრუნველყოთ თითოეული მოსწავლის წარმატება სასწავლო პროცესში?
  • როგორ ვიმუშაოთ ერთდროულად კლასთანაც და თითოეულ მოსწავლესთანაც?
მასწავლებლებს დასახული ამოცანების შესასრულებლად და წინააღმდეგობების დასაძლევად სწავლის დიფერენციაციისა და ინდივიდუალიზაციის, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის ყველაზე ჰუმანური გზის, ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ.
თანამედროვე დიდაქტიკაში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციაში მოიაზრება  მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლის ფორმები, როგორიცაა: დისტანციური სწავლება, თვითგანათლება, სწავლება სახლში, ოჯახში, კლასში, მოსწავლეთა ინდივიდუალური საქმიანობა გაკვეთილზე, სწავლებაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების და პროექტების მეთოდის გამოყენება, ხოლო დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეთა დაჯგუფებას ინდივიდუალური სწავლებისათვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
როგორ  ავსახოთ ეს  მიგნებები  პრაქტიკაში, მაგალითად, როგორ წარვმართოთ  მსგავსი  ტიპის გაკვეთილი ისტორიაში?

გაკვეთილის პირველ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ დიფერენცირებული ან ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან თემის შესახებ, რაც გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებასაც: მოსწავლეებს ვთავაზობთ, შეავსონ ცხრილის პირველი ორი უჯრა  (მესამე უჯრა თემის შესწავლის შემდეგ შეივსება) (ცხრილი 1). ამ დროს სამიზნე ყველა მოსწავლეა, შესაძლებლობისა და განსხვავებული დონის  მიუხედავად.
რა იცით თემის შესახებ?რის ცოდნა მოგინდებოდათ აღნიშნული თემის შესახებ?რა გაიგეთ თემის შესახებ?
ცხრილი 1.
  1. 2შემდეგ ეტაპზე მოსწავლეთა ერთ ჯგუფს შევთავაზოთ თემის ირგვლივ შეკითხვების შედგება;
  2. მეორე ჯგუფს დავურიგოთ ბარათები დავალებებით, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად შეასრულებს, მაგალითად, თემის „ძველი ინდოეთი“ შესწავლისას  ცალკეულ მოსწავლეებს შევთავაზოთ ასეთი ტიპის დავალებები: ა) „შეკრიბე მაგიდაზე გაფანტული ფრაგმენტები და აღადგინე  რუკა. რომელი ქვეყნისაა ეს რუკა?.. მიღებული შედეგი შეადარეთ ძველი ინდოეთის  რუკას. სწორი იყო თუ არა ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, რომელმაც ინდოეთის რუკა რომბს შეადარა?“
     ბ) „გაიხსნეთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფილმი „მაუგლი“ და ჩამოთვალეთ ყველა ცხოველი, რომელიც იქ გხვდებათ, შემდეგ გაიხსენეთ ბუნების აღწერილობა, სადაც ცხოვრობდა პატარა ბიჭი და ისაუბრეთ ინდოეთის ადგილმდებარეობისა და გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ“ და ა.შ.
  1. შემდეგში, ახალი მასალის შესწალისას, შესაძლებელია სწავლების ინდივიდუალური ორგანიზაციისა და სხვა ფორმებიც გამოყენებაც, რომლებიც შერწყმული იქნება გონებრივ იერიშთან და ჯგუფურ მუშაობასთან. მაგალითად, „შეადგინეთ ექსკურსიის გეგმა ძველი აღმოსავლეთის რომელიმე  ქალაქის შესახებ (მაგალითად შევთავაზოთ ბაბილონი, ნინევია, პერსეპოლისი…), რომელზედაც მითითებული  იქნება ღირსშესანიშნაობები, ასე ვთქვათ, „ექსპონატები“;
  2. მასალის გამტკიცებისას მოვახდინოთ:
ა)  ჯგუფური  და ინდივიდუალური დავალებების  შეხამება – თითოეული მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ დავალებას და შედეგების შესახებ აცნობებს მთელ კლასს;
ბ) გონებრივი იერიშის და ჯგუფური მუშაობის შერწყმა – მოსწავლეებს შევთავაზოთ, იმუშაონ სურვილისამებრ – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
ჯგუფური დავალების ნიმუში: თემა „ხამურაბის კანონები“ (ჯგუფის დაკომპლექტება ხდება ცოდნისა და უნარების დონეების მიხედვით):
I ჯგუფი – „სახლემძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაახასიათეთ იმდროინდელი საზოგადოება“;
II ჯგუფს – დავალებად მივცეთ უფრო მცირე მოცულობის წყაროს ანალიზი, რომელსაც შინაარსობრივად ექნება ნაწილობრივი ძიების ხასიათი, მაგალითად,  „ახსენით რას ნიშნავს თვალი თვალის წინ, კბილი კბილის წინ“  და ა.შ.
III  – გამოიყენებს კიდევ უფრო მცირე მოცულობის მასალას, ძირითადად რეპროდუქტიული ხასიათისას, მაგალითად, „რა სასჯელი ელოდათ ვალის გადაუხდელობის  გამო?“ „ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ნორმების და წესების შედგენა“ და ა.შ.  (აღსანიშნავია, რომ  ჯგუფური მუშაობა ოპტიმალური საშუალებაა წარმატების მისაღწევად და  დისკომფორტის მოსახსნელად   „სუსტი“ და „საშუალო“  მოსწავლეებისათვის).

გ) ინდივიდუალური დავალება:
  • რა კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა ასურეთმა?
  • რამ შეუწყო ხელი სპარსეთს, გამხდარიყო „სამყაროს მბრძანებელი“, ხოლო სპარსეთის მეფემ რატომ მიიღო ტიტული „მეფეთა მეფე“;
  1. შესწავლილი მასალის გამტკიცებისას ყურადღებას მივაქცევთ:
  • რომელი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ეხმარებოდა ესა თუ ის სასწავლო ამოცანა;
  • რა ხერხებისა და მიდგომების საშუალებით აითვისეს მოსწავლეებმა  მასალა;
  • რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება და  რა  ფორმით უნდა შევთავაზოთ  ის?
  • რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება და რა მოცულობით?
  1. რაც შეეხება საშინაო დავალებას, საშინაო დავალების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია იცავს მოსწავლეს გადაღლისგან, გადაძაბვისგან და ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების გამომჟღავნებას, მაგალითად, დავალებები შეიძლება იყოს ასეთი სახის:
  2. შეადგინეთ მოთხრობა, რომელშიც მიზანმიმართულად დაშვებულია შეცდომა (კონკრეტული ხასიათის);
  3. მოამზადეთ მოთხრობა ისტორიულ მოღვაწეზე ან მითოლოგიურ პერსონაჟზე ისე, რომ არ ახსენოთ მისი სახელი. შესთავაზე მოსწავლეებს, გამოიცნონ ის;
  4. იმუშავეთ ცნებებსა და ლექსიკონზე;
  5. გააკეთეთ ჩანახატი და აღწერეთ სურათი.
სწავლის დიფერენციაცია, ინდივიდუალიზაცია და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ზრდის საგნობრივი ცოდნის დონეს, ინტერესს და მოსწავლეთა კომპეტენციას, ხოლო  სწორად გაკეთებული შეფასების სისტემა ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას.